Dollars BBS | Personal

feed-icon

Main

News

Animation

Art

Comics

Films

Food

Games

Literature

Music

Personal

Sports

Technology

Random

Just wrote (1)

1 Name: Eu : 2019-02-10 16:00 ID:F6WgGvnH [Del]

როგორ ვგრძნობ თავს ? სიტყვების შერჩევა რთულია. ძალზედ რთულია ამ ემოციების სიტყვებით შეფუთვა ...ემოცია რომელიც დღის შუა ნახევარში,დაბნელებისას დამეუფლა ამ წამამდე არ მანებებს თავს. არ მიშვებს ,იმდენად ძლიერად მომეკრა და გამაცივა რომ ჩემი სიცივის ნაწილიც კი გახდა. რაოდენ ლამაზად შეერწყა ჩემს ნაცრისფერს, ამინდის ფერი. ნაცრისფერი ღრუბლები შემოდიან ჩემს თავში ,ირგვლივ ყველაფერს ფერს აცლიან და მიდიან...გონებას მეხვევიან,აზრებს მართმევენ და მიდიან ჩემს გრძნობებთან ერთად ,მიექანებიან ....სადღაც ...დასალიერში ,გონის ნამდვილ არქტიკაში,სადაც უფრო ჩრდილოეთით უკვე აღარაფერი არის. მხოლოდ ქაოსი და დიადი სიმშვიდე .        .         .
თავში რაღაც აზრი მიტრილებს ,მაგრამ ვერა და ვერ მომიხელთებია. ეს აზრი ჰორიზონტზე შორეულ ღრუბელს ჰგავს,მკვრივსა და იდუმალს. კონტურებს ხედავ,ფორმა კი ვერ გაგირჩევია.
ყველაფერი შავთეთრია. ყველაფერი ნაცრისფერია ...ეს სიცარიელე ჩემში ისევ და ისევ ღრმავდება .რაც უფრო მეტად ღრმავდება ,მით უფრო მეტ ფერს ვკარგავ. დღეს ... წითლად ვიღიმი....ხვალ ნაცრისფრად..  ზეგ  ემოციებისაგან დაცლილს არ მძალუძს ფერების გარჩევა.
და მაინც , ძალზედ სასიამოვნოა ,როდესაც სამყარო შენში შემოდის და უგზაუკვალიდ ქრება. როდესაც ხედავ საკუთარი გრძნობებითა და აზრებით დატვირთულ ღრუბლებს ,უფრო და უფრო შორისკენ მიმავალს ...     

თუ როგორ ქრებიან ხედვის ჰორიზონტიდან, უგზო-უკვალოდ. შენს აზრებს კი ვეღარ იჭერ .  დაცარიელებული უყურებ ცაზე მიმავალ ღრუბლებს და ცდილობ მოიხელთო ის წამიერი გაელვება რაც გსტუმრობს დაცარიელებულ და გაწმნდილ გონებაში. ამ გაელვებას სახელი აქვს.
 

02.09.19