Dollars BBS | Personal

feed-icon

Main

News

Animation

Art

Comics

Films

Food

Games

Literature

Music

Personal

Sports

Technology

Random

ნახვამდის (5)

1 Name: მშვილდოსანი : 2018-11-11 16:00 ID:F6WgGvnH [Del]

ვზივვარ და ვფიქრობ ადამიანზე.არა სამყაროს წყობაზე და კანონზომიერებაზე,არამედ ადამიანზე.ერთ კონკრეტულ ადამიანზე.გოგოზე რომლის ცხოვრებაშიც შევიჭერი დავტოვე ღრმა კვალი და გამოვედი.გოგოზე რომელსაც არაერთხელ მივაყენე ტკივილი და მივანიჭე სიხარული. თითქოს და გიცნობ მარი მაგრამ , რომ ვუფიქრდები არაფერი შენზე არ ვიცი.არაფერს შენს თავზე არ მიყვებოდი . მაინტერესებს რაზე ფიქრობ ხოლმე ღამით. რა გიტრიალებს თავში...ტრაგედია. მიაბიჯებდი შენს გზაზე ,რომელიც ჩემკენ მოდიოდა. და უცბად ყველაფერი ქრება. სიბნელეა,ხმაური გესმის ბუნდოვნად და მხოლოდ ის იცი რომ არ შეგიძლია ამ მდგომარეობიდან გამოსვლა და ამ ტრანსის გარღვევა.იცი რომ ტვინი მუშაობს მაგრამ აზრებს ვერ იჭერ. იცი რომ გული გიცემს მაგრამ სიცოცხლეს ვერ გრძნობ.გაუნძრევლად გდიხარ სისხლიან ასფალტზე და უცდი განაჩენს. შენმა ტვინმა უკვე მიიღო ის ფაქტი რომ მოკვდი და მიიძინა ,გული კი ფეთქავს.სხეული ერთხელ მოკვდა ტვინი კი ასჯერ. რა მოუვიდა მაშინ შენს ტვინს .რამდენად დიდი ტკივილი განიცადე მარი. მინდა რომ გამიზიარო ... ეს ტკივილი ,რომ რამენაირად შეგიმსუბუქო. იქნებ შევძლო. როდესაც გიყურებ ,მომცინარს მეგობრებთან ერთად ისეთი გრძნობა მეუფლება თითქოს მთელ სამყაროს ატყუებ და მათ შორის მეც.სწორედ მაგიტომ არის ჩემი ეჭვები უსაფუძვლო. გინდა დამაჯერო რომ შენ არავის თანაგრძნობა არ გჭირდება ? ტკივილი არ განგიცდია? მაპატიე რომ ცხვირს ვყოფ იქ სადაც ჩემი საქმე არ არის ,მაგრამ არ შემიძლია შენი ყურება როდესაც ეგრე ხარ.შესაძლოა რომ მე ვარ უაღრესად ეჭვიანი ადამიანი და ყველაფერს ეჭვისთვალით ვუყურებ ,მაგრამ მტკიცედ მწამს ,რომ საკუთარი ინტუიცია არ მატყუებს.სამწუხაროდ. ეგოისტი ვარ . მინდა რომ მარტო ჩემთან იყო და დანარჩენ ყველას ზურგი აქციო. მინდა რომ სიხარულს მარტო მე განიჭებდე. და მარტო მე შემეძლოს შენთვის ტკივილის მოყენება.  ასატანია ჩემნაირი ადამიანი? ხშირად მგონია რომ ჩემს არაადამიანურ საქციელებს გადაფარავს ის ფაქტი რომ დანაშაულს ვაღიარებ და სასჯელს მივიღებ.ეს ასე არ არის . მართლაც რომ აუტანელი ვარ  და არ ვუსურვებ მარის რთულ ცხოვრებას .ჩემს გვერდზე.

2 Name: Elixime : 2018-11-12 03:28 ID:KPY+mhDX [Del]

I don't think Google Translate can translate this accurately but it seem like a message full of pain...
So I would tell you to hang on to life(sincerely,I hope this isn't a suicide letter or anything like that...)
I wish you a good life!

3 Name: RoseCandy : 2018-11-12 12:16 ID:ixlwMayL [Del]

მე ვუსურვებ საუკეთესო გაუმჯობესებას ცხოვრებაში, რადგან, როგორც ჩანს, თქვენ აშკარად მტკივნეული ბევრი. მე ყოველთვის ხელმისაწვდომია კონტაქტი. <3 (მე ვწუხვარ, თუ ჩემი გრამატიკა ცუდია.)

4 Name: სამაგიეროდ ჩემი გრამატიკაა კარგი : 2018-11-13 10:34 ID:wGaARNOl [Del]

საღამო მშვიდობისა..
წავიკითხე და არ მინდა რაიმის თქმა.
აქ

5 Post deleted by user.